
თავდასხმის ქვეშაა ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალები, თავდასხმის ქვეშაა ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებს" - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ძალაუფლების შესანარჩუნებლად "უკრაინაში საომარი მოქმედებების გახანგრძლივება სჭირდება".

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ.

უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესის დეპუტატებს სიტყვით მიმართა. გამოსვლისას პირველმა ლედიმ შეერთებულ შტატებს საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გაგზავნა სთხოვა.

უკრაინა დასავლეთისგან შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას თუ მიიღებს, სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანები შეიცვლება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და პირველ ლედის შეხვდა.

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა თავის თანაშემწე - სპეცდანიშნულების რაზმის „ახმატის“ ლიდერთან, აფტი უდინოვთან და ე.წ გრანდიოზულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციას გულისხმობს.

უკრაინაში მშვიდობა იქნება ჩვენი პირობებით, – რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ სოციალურ ქსელში დაწერა.

დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 028 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, კიდევ 2 621 კი ოკუპირებული რჩება, – ამის შესახებ ზელენსკიმ განაცხადა.