რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მედვედევი საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს.
მისი თქმით, ის ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში იმყოფებოდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, რუსეთის ფედერაციის პროკურორი იგორ კრასნოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი და სხვები.
„განვიხილეთ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათი კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, ინფრასტრუქტურის აღდგენას, საავადმყოფოების შეკეთებას და სასწავლო წლის დასაწყებად სკოლების მომზადებას, სოციალური პრობლემების მოგვარებასა და მოქალაქეების მხარდაჭერას“, - აცხადებს მედვედევი.