უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში უკრაინის დროშა აღმართეს. ვიდეოები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.
ცნობისთვის, მანამდე ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლიმანში 5 000-მდე რუსი ჯარისკაცი ალყაშია მოქცეული.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო წარმატებებზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც: "ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ ლიმანში, ვიბრძვით გამარჯვებისთვის".