
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის განახლებული პროტოკოლის თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია, თუ მას 3-5 დღის განმავლობაში მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეცდომები იყო და ხელიდან გაექცათ პანდემიის მართვა.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 156 ადამიანი აიცრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ნატო-სა და ეუთო-ში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის.

„პისიარ ტესტირებითაც „ომიკრონის“ დადგენა გართულებულია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების უფროსმა მაია ზალდასტანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სურდა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის აეხსნა, თუ რა ტიპის ე.წ. შეთანხმების პროცესი წამოიწყო, მაგრამ ეს საუბარი არ შედგა.

“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის მეშვეობით წერს, რომ ისრაელი ყიდულობს “ნოვოვაქსის” Novovax კოვიდის 5 მილიონ ვაქცინას და ეს უკვე საინტერესოა.

უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარების გადაყვანა იგეგმება - ბაიდენი
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარების გადაყვანა იგეგმება. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ინფიცირების დინამიკა კვლავ მზარდია მსოფლიოში, თუმცა სახელმწიფოები რეგულაციებს ამსუბუქებენ. დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გაუქმდა დისტანციურად მუშაობის რეჟიმიც.