ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 7 482 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა 32 ადამიანი იმსხვერპლა.
მოქმედების გეგმა მარტივია: დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ - არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ! - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, ამ დროისთვის 3500-ზე მეტი რუსი სამხედროა დაღუპული, თითქმის 200 ტყვედ ჩავარდა, განადგურებულია 14 რუსული თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი.
კიევში განგაშის ხმა ისმის, იგეგმება საჰაერო იერიში, მოსახლეობა თავშესაფრებში გადადის.
კიევში სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მოსახლეობის კონტროლის ქვეშაა - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა Ukrinform-ს განუცხადა.
შეიარაღებულმა ძალებმა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსული საოკუპაციო ჯარების ვერტმფრენი და "სუ-25"-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ამასთან, ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ინდოეთმა თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
ჰაკერული გაერთიანება Anonymous რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ელოდებოდნენ პასუხს პუტინისგან, მათ მიერ გავრცელებულ ბოლო თხოვნაზე, თუმცა მიხვდნენ, რომ მოთმინება აღარ ყოფნით და გადადიან მოქმედებაზე.
უკრაინის პრეზიდენტი დედაქალაქი დაცვის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობს.
მსოფლიოს უდიდეს სოციალურ ქსელს, კრემლმა, რუსული ოპოზიციური მედიის გვერდების შეზღუდვა მოსთხოვა.