როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი "ტვიტერზე" წერს,რომ უკრაინის პრეზიდენტს უკვე ესაუბრა და შემდეგი ნაბიჯები განიხილეს.
ჯარები და სამხედრო მანქანები უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დამიკავშირდა და ჩვენ ახლახან დავასრულეთ საუბარი. მე დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაემუქრა ყველა ქვეყანას, ვინც კრემლის მოქმედებებისთვის ხელის შეშლას გადაწყვეტს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას აცხადებს. აღნიშნულის შესახებ მან 24 თებერვალს, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს ის პუტინმა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ანტივაქსერი არ არის, თუმცა კვლავ იმეორებს, რომ კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის შემთხვევაში "ვაქცინა არ მუშაობს". მეტიც, მან თქვა, რომ "ბუსტერ" დოზის გაკეთებას "აზრი არ აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და ესენი ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. ამის შესახებ მან რუსეთ-საქართველოს რაგბის დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტარის გაკეთებისას ისაუბრა.
შესაძლებელია, თუ არა რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნას გადაყვანილი და იყო თუ არა ამასთან დაკავშირებით თხოვნა უკრაინიდან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღამის კურიერში ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან ასეთი თხოვნა არ ყოფილა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დღეს, 23 ბერვალს ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა შტატების უშიშროების ხელთ არსებული უახლესი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას მომდევნო 48 საათის განმავლობაში განახორციელებს.