ვიტალი კლიჩკო დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს და გარდაცლილებზე და დაშავებულებზე ინფორმაციას აწვდის
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს და დაშავებულებსა და დაღუპულების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
უკრაინის პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ჩეხეთს. მან ამის შესახებ "ტვიტერის" სოციალურ ქსელში დაწერა.
ჩეჩენი ჯარისკაცები რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე უერთდებიან - ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, მან უკრაინაში მებრძოლები გაგზავნა, რომლებიც რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიმდინარე მოვლენების გამო, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, დღეს ღამე მშვიდობის პარაკლისი აღევლინება.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ განცხადება მან „ტვიტერის“ გვერდზე გააკეთა.
ვლადიმირ ჟირინოვსკი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს. მექანიკურ ვენტილაციაზე სრული გადასასვლელად ექიმებმა ის წამლისმიერ კომაში შეიყვანეს.