ვლადიმირ ჟირინოვსკი მედიკამენტოზური კომიდან გამოიყვანეს. უკვე გონზეა და თანაშემწეებისგან დოკუმენტებსაც იღებს. ინფორმაცია რუსულ მედიაში წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელინსკი ქიმიური იარაღის შესახებ ვიდეომიმარვაში საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის მიწაზე არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი არ შექმნილა.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიმართა ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ არ არსებობს გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა. ამის შესახებ მან ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.