თუ თქვენ იმყოფებით სადმე საზღვარგარეთ, შეახსენეთ იქ უკრაინის შესახებ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამართა შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც მოწინავე ხაზზე და სხვადასხვა ქალაქში არსებული მდგომარეობა, ასევე მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
ამასთან მან, უცხოეთში მყოფ უკრაინელებს მთელ მსოფლიოში მოუწოდა, გაავრცელონ სიმართლე რუსეთის დანაშაულების შესახებ.
„ძვირფასო უკრაინელებო, განსაკუთრებით ამ დღეებში, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი დროშის დღეს და ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, თუ თქვენ იმყოფებით სადმე საზღვარგარეთ, შეახსენეთ იქ უკრაინის შესახებ, იყავით იქ უკრაინის დროშით და გაავრცელეთ სიმართლე ოკუპანტების დანაშაულებზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.