
"ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საზღვრამდე მივიყვანთ... თუ უნდათ გადარჩენა, დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში საუბრობს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით, ქალაქ ხერსონთან, 4 დასახლება, ნოვა დმიტრივკა, არხანჰელესკე, ტომინა ბალკა და პრავდინე გაათავისუფლეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისგან მომდინარე რეალური საფრთხე რუსეთ-უკრაინის ომის ამ ეტაპზე, მსოფლიო ლიდერებისთვის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში კონტრიერიშზე გადავიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გარდა ამისა, ინფორმაცია და შეტევის რუკა ვრცელდება სოციალურ ქსელებში.

უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა გაეროს მიმართა ვიდეოს გამო, რომელშიც ასახულია რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ერთ-ერთ ხელმძღვანელად მიჩნეული იგორ მანგუშევი, ხელში თავის ქალით.

უკრაინულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, ნოვაია კახოვკაში რუსული ძალების შტაბი და საწყობი დაბომბეს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთში, სოფელ ტაიზეში ქრისტიანული ეკუმენური თემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო უკრაინას ექვს წყალქვეშა დრონს გადასცემს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და არსებობს რადიაქტიული ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე - საგანგებო განცხადებას ენერგოატომი ავრცელებს.

სიტუაცია რჩება სახიფათო, ზაპოროჟიეს ატომური ელექტოსადგურის ქსელიდან ნებისმიერი გათიშვა მას კიდევ ერთხელ დააყენებს კატასტროფის პირას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.