უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე ყველა კოზირი გამოიყენა.
მისი თქმით, კრემლის პოლიტიკა ფსონების ამაღლების თამაშს ეფუძნება, ამიტომ სხვა ქვეყნებს მისი გაბრაზების ეშინიათ.
"ბევრს ჯერ კიდევ ეშინია "დათვის“ გაბრაზების, მაგრამ ყველაფერი, რისი ჩვენებაც შეეძლო რუსეთს, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა, ნაჩვენებია. ყველა კოზირი გამოყენებულია. ყველაფერი დანარჩენი პროპაგანდაა. არ არის საჭირო გვეშინოდეს, დახმარება უნდა გავზარდოთ“, - თქვა მან.
ცნობისთვის, დღეს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდის შესახებ.