თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ დარტყმით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან CTV და CBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანაა თუ არა, რადგან არავის არ აქვს ტერორისტივით შანტაჟის უფლება.
"ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანაა თუ არა. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდება. არავის არ აქვს უბრალოდ ტერორისტივით შანტაჟის უფლება. თუ ისმის მესიჯი, რომ დარტყმა იქნება გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე, მაშინ მსოფლიოს პასუხი შემდეგი უნდა იყოს: ნახე, შენ თუ ბანკოვის ქუჩას დაარტყამ, მაშინ დარტყმა იქნება იქ, სადაც შენ იმყოფები. დარტყმა იქნება იმაზე, ვინც ხალხის ხოცვის დავალებას იძლევა", - ამბობს ზელენსკი