
უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას და ოთხ ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი, ფრენკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდა.

მსოფლიო ბანკმა უკრაინას დახმარების სახით დამატებით $500 მილიონი გამოუყო. თანხა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას და აუცილებელი სახელმწიფო სერვისების უზრუნველყოფას მოხმარდება.

უკრაინელმა დამცველებმა ხერსონის ოლქში კადიროვის მებრძოლების ბაზას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ბელარუსთან დამაკავშირებელი რკინიგზა ააფეთქეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინას შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი ჩავიდა. პრეზიდენტი ამის თაობაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდის აფეთქებასთან ოფიციალური კიევის კავშირს უარყოფს. ზელენსკის თქმით, ხიდის აფეთქებაში უკრაინა არ მონაწილეობდა.

რუსეთის ქალაქ ეისკში, სუ-34 თვითმფრინავის ჩამოვარდნა ძრავში თოლიების გაჭედვამ გამოიწვია - რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავში 2 თოლია აღმოაჩინეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის იარაღის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის კონცენტრაციის 11 უბანი დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს.