უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ამერიკის კონგრესთან ვიდეომიმართვისას პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა ყველა გაწეული დახმარებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კონგრესთან ვიდეომიმართვისას, უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადება კიდევ ერთხელ მოითხოვა, ისაუბრა მოიერიშე თვითმფრინავების და დამატებითი სანქციების საჭიროებაზე.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი თვლის, რომ უკრაინაში ავსტრიის ან შვედეთის მსგავსად დემილიტარიზებული ქვეყნის შექმნის იდეა, შეიძლება კომპრომისად ჩაითვალოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა, ეძებოს გზები, როგორც საკუთარი, ისე უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად, თუმცა ნატოს გაფართოება გამორიცხულია.
ყველა ყოველთვის ამბობდა და ჩვენ პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უკრაინა, უახლოეს მომავალში, არავითარ შემთხვევაში ნატოს არ შეუერთდება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ლტოლვილების მიღებაზეც უარს აცხადებს - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მიმდინარე კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც მსოფლიო წესრიგს განსაზღვრავს.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის დღეს იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას დამატებით 800 მილიონით აპირებს - თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი პაკეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსაც მოიცავს. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევას ითვალისწინებს და გამოყოფილი თანხა თითქმის 14 მილიარდი დოლარია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა ომში ჩართული ნაწილების 40%-მდე დაკარგა.ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.