უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„დილით შემდეგი რაუნდია. მანამდე სამუშაო ქვეჯგუფებში მიმდინარეობდა უაღრესად ინტენსიური მუშაობა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გაიმართება.