რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რუსეთ -უკრაინის მოლაპარაკებებზე ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება, - ასე გამოეხმაურა პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი უკრაინისა და რუსეთის პირველი პირების მოლაპარაკებების შესაძლებლობას.
პესკოვის განმარტებით, იმისთვის, რომ საუბარი შეეხოს პრეზიდენტების შეხვედრას, "ჯერ საშინაო დავალება უნდა შესრულდეს".
„უნდა ჩატარდეს და შეთანხმდეს მოლაპარაკებების შედეგები“,- აღნიშნა პესკოვმა.
მისივე განმარტებით, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში არ ფიქსირდება რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა.
„ჯერ რაიმე სახის არსებითი წინსვლა უზრუნველყოფილი არ არის. შესაბამისად ჯერ საუბარი პრეზიდენტების შეხვედრაზე ადრეა, მათ უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი“,- განაცხადა პესკოვმა.