უკრაინამ ოდესის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო გემი გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ოდესის სანაპიროს სულ მცირე 4 რუსული სამხედრო გემი მიადგა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსები მსხვილკალიბრიან იარაღს იყენებენ. დაფიქსირდა ასევე რამდენიმე საარტილერიო გასროლაც.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.