უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგ შემაჯამაბელ ვიდეომიმართვაში, მისი ისრაელის პარლამენტთან ვიდეოჩართვის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ებრაელ ხალხს და დეპუტატებს აქვთ თავიანთი სტრატეგია, რომლითაც მოქალაქეებს იცავენ და ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას.
"დღეს სიტყვით გამოვედი ქნესეთში. ებრაელ დეპუტატებს თითოეული უკრაინელის სახელით მივმართე. ვესაუბრე ებრაელ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ისინი, როგორც თავისუფალი ადამიანები, მხარს დაგვიჭერენ. დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ თავიანთი სტრატეგია, რომლითაც მოქალაქეებს იცავენ. ისრაელის პრემიერმინისტრი რუსეთთან დიალოგისკენ მოგვიწოდებს, რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს ეხება იმ დიალოგს, რომელიც ადრე თუ გვიან გაიმართება და შესაძლელებლია, შეხვედრა იერუსალიმშიც კი შედგეს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა მშვიდობის დასამყარებლად, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი გახდა.
დღეს რუს პროპაგანდისტებს საკმაოდ რთული დავალება აქვთ, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის პარლამენტში უცხო ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. წარმოიდგინეთ, უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთში ნაციზმში ადანაშაულებენ, ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოვიდა და ებრაელ ხალხსაც მიმართა. მხოლოდ ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ მოსკოვში რაღაც წესრიგში არ არის." – განაცხადა ზელენსკიმ.